📣 ისტორიული დღე — რეგისტრაცია დაწყებულია!
დღეს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ახალ ფურცელს ვშლით. სიამაყით გაცნობებთ, რომ დასრულდა მოსამზადებელი სამუშაოები და ოფიციალურად ვიწყებთ რეგისტრაციას პირველ მასშტაბურ ეროვნულ კონკურსზე ქართულ კალიგრაფიაში! 🇬🇪✍️
ეს არ არის რიგითი კონკურსი, ეს არის ეროვნული ერთობის აქტი! განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ისტორიაში პირველად, ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ დიდებულ საქმეში. სამშობლოდან შორს მყოფთათვის, ქართული ანბანით წერა არ არის მხოლოდ კალიგრაფია — ეს არის კავშირი ფესვებთან, ეს არის მონატრება და სიყვარული, რომელიც ფურცელზე გადადის. ჩვენი მიზანია, ეს ემოცია ვაქციოთ საყოველთაო ზეიმად.
ეს პროექტი შედგა დიდი მეგობრობის და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად: იდეა, რომელიც მე, ვლადიმერ (ლადო) კვარაცხელიას, გამიჩნდა, ვერ იქცეოდა ასეთ მასშტაბურ რეალობად, რომ არა ჩემი თანამებრძოლების — ბატონი ლაშა გვასალიას და ბატონი მერაბ კვიცარიძის მყისიერი და უპირობო მხარდაჭერა. ამ დიდებულ საქმეს ასევე შემოუერთდნენ და გააძლიერეს ჩვენმა მეგობრებმა: ბატონმა ილია ერქვანიამ და ბატონმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
უდიდესი პატივისცემით მინდა წარვადგინო პროექტის მთავარი პარტნიორები: 🏛 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 🏛 აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
📜 საკონკურსო თემატიკა: წელს კონკურსანტებს ექნებათ ორი უმნიშვნელოვანესი დავალება:
„ვეფხისტყაოსნის“ ერთი სტროფის გადაწერა.
აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ტექსტის კალიგრაფიული შესრულება.
მივმართავ ყველას — საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროფესიონალებსა თუ მოყვარულებს: ეს თქვენი ასპარეზია! ჩაერთეთ, გადააზიარეთ ეს პოსტი და ერთად ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართული ანბანის სილამაზე.
✅ კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
📍 რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: 👉 www.kaligrafia.ge
P.S. გთხოვთ, რეგისტრაციისას ყურადღებით გაეცნოთ მონაწილეობის წესებსა და პირობებს, რომელიც საიტზეა განთავსებული. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@kaligrafia.ge
#ქართულიკალიგრაფია #კოლხურიდიადემა #ემიგრანტები #აფხაზეთისაქართველოა #ვეფხისტყაოსანი #ახალიტრადიცია