ძვირფასო კონკურსანტებო! გაცნობებთ, რომ 2026 წლის 14 აპრილს, ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონია ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამდენიმე დღით გადაიდო.
განახლებული თარიღის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. გთხოვთ ადევნოთ თვალყური.
ცერემონიის გადადებასთან ერთად, ნამუშევრების მიღების ვადაც გახანგრძლივდა. ვინც ჯერ ვერ მოასწარი — გაქვს დამატებითი დრო!
მშვიდად დაასრულე შენი ნამუშევარი, გადაიღე ვიდეო წერის პროცესის და გამოგზავნე მეილზე: info@kaligrafia.ge
თქვენ დარეგისტრირებული ხართ კონკურსში და ველოდებით თქვენს ნამუშევარს.
ვინც მეილზე ვერ მიიღო წერილი — ყველა საჭირო ინფორმაცია სწორედ აქ არის.
მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
სხვა ვინ მოხნავს ჩვენს აყალოს,
ჩვენი ძვლებით მოფენილს,
სიმღერის და ცრემლის გარდა,
რა გვაქვს გასაყოფელი.
„დავიღალე, დავიღალე!
მოდი ჩემთან, უფალო!"
ქართული კალიგრაფია ჩვენი ერის სული და ხმაა — თქვენი კალამი ამ ხმის გამგრძელებელია.
გისურვებთ შთაგონებას და მშვიდ ხელს! ✍️
შეუერთდი კალიგრაფიის მასშტაბურ კონკურსს და გახდი ქართული დამწერლობის უნიკალური ესთეტიკის შენარჩუნებისა და განვითარების ნაწილი.
23 იანვარს, როდესაც მსოფლიო ხელით წერის (კალიგრაფიის) საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ისტორიული საფუძველი ახალი ქართული ტრადიციისა.
სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს დღე საქართველოშიც ტრადიციად იქცეს და ყოველწლიურად აღინიშნოს, როგორც ქართული კალიგრაფიის დღე!
კონკურსის ვადები და ღონისძიებები
მონაწილეთა მიღება და დოკუმენტაციის შეგროვება
კონკურსანტების ნაშრომების მიღება და შეფასება
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი
გააერთიანე კალიგრაფიის ოსტატები და მოყვარულები მთელი ქვეყნის მასშტაბით. დარეგისტრირდი კონკურსზე დღესვე!
რეგისტრაცია