📢 მნიშვნელოვანი განცხადებები კონკურსანტებისთვის

კოლხური დიადემა — კალიგრაფიის კონკურსი 2026

📅
განცხადება №1

ცერემონია გადაიდო

ძვირფასო კონკურსანტებო! გაცნობებთ, რომ 2026 წლის 14 აპრილს, ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონია ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამდენიმე დღით გადაიდო.

განახლებული თარიღის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. გთხოვთ ადევნოთ თვალყური.

პატივისცემით, ადმინისტრაცია
✍️
განცხადება №2

მიღება გრძელდება

ცერემონიის გადადებასთან ერთად, ნამუშევრების მიღების ვადაც გახანგრძლივდა. ვინც ჯერ ვერ მოასწარი — გაქვს დამატებითი დრო!

მშვიდად დაასრულე შენი ნამუშევარი, გადაიღე ვიდეო წერის პროცესის და გამოგზავნე მეილზე: info@kaligrafia.ge

კალამი ხელში და — წინ! 🖋️

თქვენ დარეგისტრირებული ხართ კონკურსში და ველოდებით თქვენს ნამუშევარს.
ვინც მეილზე ვერ მიიღო წერილი — ყველა საჭირო ინფორმაცია სწორედ აქ არის.

I — შოთა რუსთაველი

მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

II — ზურაბ გორგილაძე

სხვა ვინ მოხნავს ჩვენს აყალოს,
ჩვენი ძვლებით მოფენილს,
სიმღერის და ცრემლის გარდა,
რა გვაქვს გასაყოფელი.

III — უწმინდესი ილია II-ის სიტყვები

„დავიღალე, დავიღალე!
მოდი ჩემთან, უფალო!"

📋 რა უნდა გააკეთოთ:
1. სამივე ტექსტი გადაწერეთ კალიგრაფიულად — სტილი, კალამი, გაფორმება თქვენი შეხედულებისამებრ.
2. გადაიღეთ ვიდეო — ჩანდეს წერის პროცესი.
3. ვიდეო + ფოტო გამოაგზავნეთ: info@kaligrafia.ge
    Subject: სახელი გვარი — კოლხური დიადემა 2026

ქართული კალიგრაფია ჩვენი ერის სული და ხმაა — თქვენი კალამი ამ ხმის გამგრძელებელია.
გისურვებთ შთაგონებას და მშვიდ ხელს! ✍️

23 იანვარი - ქართული კალიგრაფიის დღე

ქართული კალიგრაფია

შეუერთდი კალიგრაფიის მასშტაბურ კონკურსს და გახდი ქართული დამწერლობის უნიკალური ესთეტიკის შენარჩუნებისა და განვითარების ნაწილი.

ისტორიული გადაწყვეტილება

23 იანვარს, როდესაც მსოფლიო ხელით წერის (კალიგრაფიის) საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ისტორიული საფუძველი ახალი ქართული ტრადიციისა.

სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს დღე საქართველოშიც ტრადიციად იქცეს და ყოველწლიურად აღინიშნოს, როგორც ქართული კალიგრაფიის დღე!

23
იანვარი
ქართული კალიგრაფიის დღე
ქართული კალიგრაფია

მნიშვნელოვანი თარიღები

კონკურსის ვადები და ღონისძიებები

1-20 თებერვალი

კონკურსზე რეგისტრაციის პერიოდი

მონაწილეთა მიღება და დოკუმენტაციის შეგროვება

20 თებ - 15 მარტი

ნამუშევრების წარდგენის ვადა

კონკურსანტების ნაშრომების მიღება და შეფასება

14 აპრილი

დედაენის დღე - საზეიმო ღონისძიება

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი

გახდი ნაწილი ახალი ტრადიციის!

გააერთიანე კალიგრაფიის ოსტატები და მოყვარულები მთელი ქვეყნის მასშტაბით. დარეგისტრირდი კონკურსზე დღესვე!

რეგისტრაცია